თავში

კოვიდ-19 დიდ კვალს დატოვებს ჩვენს ყოველდღიურობაზე - Fox News-ის ინტერვიუ გახარიასთან

კოვიდ-19 დიდ კვალს დატოვებს ჩვენს ყოველდღიურობაზე - Fox News-ის ინტერვიუ გახარიასთან
კოვიდ-19 დიდ კვალს დატოვებს ჩვენს ყოველდღიურობაზე - Fox News-ის ინტერვიუ გახარიასთან

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, ერთმა ქვეყანამ გარდაცვალების შემთხვევები სასწაულებრივად აიცილა თავიდან. ეს პოსტსაბჭოთა ქვეყანა საქართველოა – ასე იწყება ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის” ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.

სტატიის ავტორი წერს, რომ 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევა დაფიქსირდა, 27 კი გამოჯანმრთელდა. ხოლო საოცარი შედეგია ის, რომ არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რატომ არ ჰყავს ქვეყანას კორონავირუსით გარდაცვლილები” - ასე ჰქვია "ფოქსის" სტატიას, რომელიც ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც გიორგი გახარია ინტერვიუში აღნიშნავს, იანვრის თვეშივე, კორონავირუსის ცხელ წერტილებში მოგზაურობის აკრძალვამ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ნელი ტემპის შენარჩუნებაში. პრემიერი ასევე გნამარტავს, რომ ქვეყანაში ადრეულ ეტაპზე შეწყდა სასწავლო პროცესი და შეიზღუდა საზოგადოებრივი შეკრებები. 

„ჩვენ მკაცრი გადაწყვეტილებები ადრევე, ყოყმანის გარეშე მივიღეთ. ყველა ჩამომსვლელის არა მხოლოდ თერმოსკრინინგი დავიწყეთ საზღვრებზე, არამედ 28 იანვრიდან ავკრძალეთ ფრენა ყველა ქვეყანასთან, როგორც კი ისინი გლობალური ეპიდემიის ცხელ წერტილებად იქცნენ, რასაც მოჰყვა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის სრული აკრძალვა. ასევე, გადავდგით ადრეული ნაბიჯები სკოლების მარტის შუა რიცხვებში დახურვით და შევზღუდეთ საზოგადოებრივი შეკრებები”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი გახარია გამოცემასთან საქართველოში გატარებულ პრვენციულ ღონისძიებებზე საუბრობს და განმარტავს, რომ მთავრობამ შემაშფოთებელი ნიშნები დროულად დააფიქსირა, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

„ჩვენ შემაშფოთებელი ნიშნები ადრევე შევნიშნეთ და მოქმედება დავიწყეთ. ჩვენი პირველი ოფიციალური რეაგირება მოხდა 22 იანვარს, როდესაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს ქალაქ ვუჰანში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია. მაშინ, ვუთხარით ჩვენს მოქალაქეებს, რომ არსებობდა მცირე, თუმცა თეორიული შანსი იმისა, რომ ვირუსს საქართველომდე მოეღწია. რამდენიმე დღეში, როგორც ყველამ იცის, ვითარება ვუჰანში კიდევ უფრო გართულდა და 26 იანვრიდან ჩვენ ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება დავიწყეთ”, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

როგორც ინტერვიუში საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, მართალია კორონავირუსის საკითხი, როგორც ჩანს, კონტროლის ქვეშ არის, თუმცა საფრთხე დასრულებისგან ჯერ შორსაა.

„ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ გავრცელება შეჩერდა, თუმცა მაქსიმალური გავაკეთეთ, რათა ვირუსის გავრცელების მრუდე ხაზი გაგვესწორებინა. გვჯერა, რომ სიტუაცია დასტსაბილურდება. ვაგრძელებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებთან და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის გავხსნათ ხელახლა საქართველო”, – აცხადებს პრემიერი.

როგორ „ფოქს ნიუსი” აღნიშნავს, სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებლის მიუხედავად, დიდი დარტყმა მიადგა ქვეყნის ეკონომიკას.

„ეს ვირუსი მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესა და ჩვენს სოციალურ ქცევებზე. უდავოა, ამას უკიდურესად ნეგატიური ეფექტი ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე – ბირჟების რეაგირება ამის ნათელი დასტურია. რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მიღებულ ზომებს გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე. როგორც თითქმის ყველა ქვეყანამ, ჩვენ დავაწესეთ სოციალური დისტანცირება და მთელ ქვეყანაში არასასიცოცხლო მნიშვნელობის ბიზნესების საქმიანობა შევაჩერეთ”, – აცხადებს გიორგი გახარია.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი გამოაცხადა, რომელიც ასობით მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ბიზნესის დასახმარებლად. ასევე ითვალისწინებს გადასახადების გადავადებასა და სხვა შეღავათებს. ავტორი  ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველო მიიჩნევა ჰაბად აღმოსავლეთ ევროპასა და დასვლეთ აზიას შორის.

საქართველოს პრემიერის განმარტებით, მართალია პირველი პრევენციული ზომები იანვარში ამოქმედდა, თუმცა საზღვრები დაუყოვნებლივ სრულად არ ჩაკეტილა. მისი თქმით, მიდგომა ეტაპობრივი იყო, რასაც შედეგად, 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system