თავში

კალაძე: ოპოზიციის ნაწილს ვიწროპარტიული ინტერესები აქვს

კალაძე: ოპოზიციის ნაწილს ვიწროპარტიული ინტერესები აქვს
კალაძე: ოპოზიციის ნაწილს ვიწროპარტიული ინტერესები აქვს

,,ვინც არ მიიღებს მომავალში კენჭისყრაში მონაწილეობას და არ მისცემს ხმას ამ მნიშვნელოვან ცვლილებას, მოჰყვება შესაბამისი შეფასება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილს ვიწროპარტიული ინტერესები აქვს, რის გამოც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

„დარწმუნებული ვარ, მეორე და მესამე კენჭისყრაზეც თავისუფლად იქნება მიღებული ეს ცვლილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის და მომავლისთვის. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან და ეს დაამტკიცეს თუნდაც იმით, რომ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა დღეს იმართება. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ოპოზიცია. 

ცნობისთვის, 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 5.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system