თავში

ოპოზიცია 20 ივნისს აქციას აანონსებს

ოპოზიცია 20 ივნისს აქციას აანონსებს
ოპოზიცია 20 ივნისს აქციას აანონსებს

,,20 ივნისი ის თარიღია, რომლის აღნიშვნაც ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს, იმ ფორმით, რითაც საზოგადოებრივი ინტერესებისთვის იქნება შესაფერისი", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ,,ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ ჩვენი მთავარი მტრის, პუტინის აგრესიას გასცა პასუხი და ჩვენი ხელისუფლების მინიმუმ უპასუხისმგებლობას, დაიცვა საქართველოს ინტერესები. ამიტომ ამ თარიღის აღნიშვნა მოხდება ამა თუ იმ ფორმით“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიგი უგულავას განცხადებით, 20 ივნისს აქციის გამართვა სწორი გადაწყვეტილება იქნება.

,,20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკური და სწორია, მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია. ამავე დროს, პოსტპანდემიურ თუ პანდემიურ პირობებში, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ჯანსაღ აზრთან არის ახლოს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი სტანდარტი შეიქმნა. ქვეყანა ცხოვრებას აგრძელებს, საპროტესტო ფორმები შეიძლება შეიცვალოს ამ პანდემიის გამო, მაგრამ მუხტი და გადაწყვეტილება არ შეიცვლება",- განაცხადა უგულავამ. 

მისივე თქმით, აქციის შინაარსი უცვლელი იქნება.

,,იქნება კვლავ დეოკუპაციის, ცვლილებების მოთხოვნა და კიდევ უფრო მწვავედ დაემატება ანტიკრიზისული სულისკვეთება. 20 ივნისი იქნება ახალი ენერგიის, განახლების და ამავე დროს ძველი პრობლემების არდავიწყების დღე“, - განაცხადა უგულავამ.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system