თავში

ქვეყანაში ახალი საოკუპაციო ზოლი გააჩინეს - ჩხარტიშვილი რიონის ხეობაზე

ქვეყანაში ახალი საოკუპაციო ზოლი გააჩინეს - ჩხარტიშვილი რიონის ხეობაზე
ქვეყანაში ახალი საოკუპაციო ზოლი გააჩინეს - ჩხარტიშვილი რიონის ხეობაზე

საკუთარ ქვეყანაში ახალი საოკუპაციო ზოლი გააჩინეს იმერეთში, რუსი ოკუპანტები არ გვეყოფოდა, ახლა "ქართველი ოკუპანტები" გაჩნდნენ იმერეთში, - ასე შეაფასა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენები.

როგორც ჩხარტიშვილი აღნიშნავს, თუ საზოგადოება ამას მოითმენს, ხვალ და ზეგ თბილისში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში მოქალაქეებს საკუთარ სახლებში არ შეუშვებენ, როგორც ამას იმერეთში აკეთებენ. 

"თუ ჩვენ აქ შევეგუებით ამას, ქვეყანას გვიტბორავენ, გვიძირავენ და ღია დიქტატურას ამყარებენ რიონის ხეობიდან, ასე რომ, თუ აქ ჩვენ ამას მოვითმენთ, ხვალ და ზეგ, თბილისში და ნებისმიერ ქალაქში საკუთარი სახლში არ შეგვიშვებენ, როგორც ლეჩხუმელებს და იმერლებს დღეს არ უშვებენ საკუთარ სოფლებში", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან აქტივისტების კარვები გაიტანეს.

სოფელ ნამახვანში, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი მიწა დახსნეს.

მოქალაქეები დღეს, რიონის ხეობაში შესვლას და იქ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ იქ შესვლის უფლება არ მისცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system