თავში

ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება- ნაცვლიშვილი

ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება- ნაცვლიშვილი
ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება- ნაცვლიშვილი

"ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება. თუმცა ვიცით, რომ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული მის მიმართ და ეს არის საფუძველი მისი ვერდაბრუნების",- ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტიკაში ჩართულია, მისი ფიზიკური დისტანციის მიუხედავად

"რაც შეეხება მის პოლიტიკაში ჩართვას, ის პოლიტიკაში ჩართულია, მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა. ეს მისი ამომრჩევლის გადასაწყვეტია. მე რომ მქონდეს ამ პოლიტიკოსის მიმართ სიმპათია ან ვიზიარებდე მის შეხედულებებს, მის გუნდში ვიქნებოდი. საბედნიეროდ, არ ვარ, რადგან არც მისი პრეზიდენტობის დროს და არც შემდეგ ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს უსამართლო მართლმსაჯულება საათივით აეწყო. ეს ჩემთვის არ არის თემა, რომელიც შეიძლება დავივიწყო“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system