თავში

კვიციანი: ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ

კვიციანი: ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ
კვიციანი: ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ხვალიდან პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

ამის შესახებ ემზარ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის განმარტებით, ამის მიზეზი არის ის, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქონება უსამართლოდ წაართვეს, უნდა დაუბრუნონ.

"მე ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ. აშშ-ის საელჩოსთან ადამიანებთან ერთად მივდივარ მოთხოვნით, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე ისე, როგორც ორი დამნაშავე, ოქრუაშვილი და უგულავა გამოაშვებინეს. დამნაშავე გამოუშვიო, რომ გვეუბნებიან, უდანაშაულოს რას გვერჩიან? ამიტომ ამერიკის საელჩოსთან მივდივარ მოთხოვნით: დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება“, - განაცხადა კვიციანმა.

დეპუტატი ასევე მოითხოვს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს და არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system