თავში

ლაშა ჩხარტიშვილი გახარიას, ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს უჩივის

ლაშა ჩხარტიშვილი გახარიას, ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს უჩივის
ლაშა ჩხარტიშვილი გახარიას, ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს უჩივის

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძეს უჩივის. 

ჩხარტიშვილმა გენერალურ პროკურატურას დღეს მიმართა.

პოლიტიკოსი ეპიდვითარების მართვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების გამოძიებას ითხოვს.

"საქართველოს პრემიერების, გახარიას და ღარიბაშვილის, ასევე ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძის წინააღმდეგ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება გენოციდისა და კორუფციის მუხლებით. რადგან მათ სისხლიანი დანაშაული ჩაიდინეს მაშინ, როცა კოვიდ ეპიდემიის დროს საკუთარი დანაშაულით, უმოქმედობითა და მოქმედებით ხელი შეუწყეს ათასობით ადამიანის დაღუპვას", - აცხადებს ჩხარტიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system