თავში

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით ჩამოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით ჩამოვა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით ჩამოვა

საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკებვიჩსი ეწვევა. ოფიციალური ვიზიტი 7-8 ივნისს გაიმართება. 

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system