თავში

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან
ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან

"ლეიბორისტული პარტიის"  ცენტრალირ ოფისში ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან.

ოზიციის წევრებმა, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, შიდა მოლაპარაკებები ისევ განაახლეს.

დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, პარლამენტის მიერ, ნიკა მელიასთვის, მანდატის გაუქმება იქნება.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაშია დაბარებული. მისი გამოძახება გირაოს გადაუხდელობას უკავშირდება.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system