თავში

,,ლელო საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს

,,ლელო საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობა უმნიშვნელოვანესია საბოლოო შედეგის მისაღწევად. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,ხელისუფლების მიტაცებასთან ერთად, დღეს ,,ქართული ოცნების" მთავარი მიზანი არის არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმოება, სადაც ხელისუფლება ტყუილის და ხელის გადაგრეხვის კომბინაციით უპირისპირდება საკუთარ საზოგადოებას. 

ასეთ ვითარებაში, პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი ამოცანაა, ქართული ოცნებისგან განსხვავებით, გამოვიჩინოთ თანმიმდევრულობა და სახელმწიფოებრივი მიდგომა.

ერთიანი ოპოზიციური ფლანგის მთავარი მიზანი ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის ცვლილებაა. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა ლელოს მთავარი ამოცანაა. ლელო ბოიკოტის პირველივე დღიდან დეკლარირებული პოზიციის ერთგულია და აქტიურად მუშაობს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე და ხელისუფლებასთან პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაზე.

ოპოზიციის ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობა უმნიშვნელოვანესია საბოლოო შედეგის მისაღწევად. მოცემული პოლიტიკური კრიზისის გათვალისიწინებით, პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ვაფიქსირებთ ჩვენს ერთობლივ მყარ პოზიციას.

ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიცია ერთიანი და თანმიმდევრულია თავის პოზიციაში; ასევე ქართული საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ დეკლალირებული მიზნებისა, რომელიც გვაქვს გაცხადებული.

დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ქართული დემოკრატიის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური და პანდემიური კრიზისიდან გამოყვანაა. ლელო მყარად დგას ამ პოზიციაზე და არ აპირებს არჩეული სტრატეგიული ხაზიდან გადახვევას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system