თავში

"ლელო" შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს

"ლელო" შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს
ლელო შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს

„ლელო-საქართველოსთვის“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტია დოკუმენტის შინაარსს პრინციპულად იზიარებს.

"პრინციპულად ლელო ეთანხმება გუშინ მაგიდაზე დადებულ დოკუმენტს. ცხადია, მასში არის გარკვეული საკითხები, რაც პრაქტიკაში არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდეს და სწორად განხორციელდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიატორების მხრიდან ამ ყველა პუნქტის შესრულება იყოს მათი ყურადღების ქვეშ და ჩვენ ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნისთვის, რომ მიღწეული იქნას პოლიტიკური შეთანხმება და ლელო ამ შეთანხმების სულისკვეთებით, მხარს უჭერს ხელმოწერას, გადატვირთვას და განახლებას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system