თავში

,,ლელო": მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის დარღვევით გამოაცხადა

,,ლელო": მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის დარღვევით გამოაცხადა
,,ლელო: მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის დარღვევით გამოაცხადა

,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მათ მიერ პარტიის სახელით შეტანილი სარჩელის შესახებ ბრიფინგი გამართეს. სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განიხილავს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ლელო“ იყო პარტია, რომელიც ითხოვდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო არასაჭირო, უსამართლო და დისკრიმინაციული სანქცია.

„სარჩელი შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს და დაადგინოს სტანდარტი, რომლის დროსაც საქართველოს კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს, ისე უნდა იმართოს საგანგებო მდგომარეობა და, ამავე დროს, უნდა იყოს დაცული მოქალაქეების ინტერესი. „ლელო“ იყო პარტია, რომელიც ითხოვდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ კონსტიტუციას გვერდი აუარა და დააზიანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე პარლამენტი აპირებს, რომ ხელისუფლებას ერთპიროვნული მმართველობა გაუხანგრძლივოს. 

,,თუ არჩევნების გზით, მოსყიდვით და ძალადობით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენას მოახერხებს, არ გვექნება გარანტია, რომ კონსტიტუციას არ გააუქმებს და სასამართლოს კონტროლის გარეშე დაგვიწესოს შეზღუდვები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევცვლით ამ მდგომარეობას და ქვეყანა დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად", - განაცხადა ,,ლელოს" ლიდერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system