თავში

"ლელომ" ბათუმში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა

"ლელომ" ბათუმში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა
ლელომ ბათუმში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ბათუმში რეგიონული ოფისი გახსნა. აჭარის ორგანიზაციას ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს.

ოფისის გახსნაზე „ლელოს“ ლიდერებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ საქართველო საზღვაო ქვეყანა უნდა გახდეს და ქართველი მეზღვაურების დასაქმება საქართველოში უნდა შეეძლოთ.

"მზად ვართ, ყველა უბანი, ქუჩა მოვიაროთ და თქვენი გასაჭირი გავიგოთ, მივიტანოთ იქ, სადაც საჭიროა. ქალაქი ურბანული კატასტროფის წინაშე დგას, ამას მალე დავასრულებთ. ჩვენ ვქმნით გუნდს და ამ ადამიანებით ვამაყობ. მათ გააჩნიათ ცოდნა, რომ არსებული რეალობა შეცვალონ",- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ოფისის გახსნას, დავით უსუფაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system