თავში

"ლელომ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა

"ლელომ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა
ლელომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა

პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო - საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა.

„გვაქვს ხედვა ქვეყნის, გვაქვს ევროპული საქართველოს ხედვა. ჩვენ საქართველოს ვაქცევთ ევროპული სტანდარტის სახელმწიფოდ, სადაც კეთილდღეობა, თავისუფლება და უსაფრთხოება ერთდროულად არის ძალიან მაღალ დონეზე მიღწეული. ამას სჭირდება კომპლექსური ხედვა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ის დაუღალავი შრომა, რომლითაც დაკავებული ვიყავით თვეების განმავლობაში და ახლა უკვე 10 ათასობით საქართველოს მოქალაქე ამაყად ატარებს „ლელოს“ წევრის ან მხარდამჭერის სახელს. მათთან ერთად ამ არჩევნებზე მივაღწევთ სერიოზულ წარმატებას, ვიქნებით ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ სიტყვას იტყვის საქართველოს ახალი მთავრობის ფორმირებაში. გვაქვს ამბიცია, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, გავუძღვეთ მთავრობას და ძალიან სერიოზული წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ დავასრულებთ იმ ეპოქას, როდესაც არჩევნებში გამარჯვება ვიღაცასთვის ნიშნავდა ქვეყანაში ადგილის ვეღარ პოვნას...

დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ „ლელო საქართველოს“ კანდიდატს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, ახალ შემართებას, ახალ ენერგიას, ახლებურ მიდგომას და ახლებურ მმართველობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს“, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

თავის მხრივ, პრემიერ - მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება ახალი ძალა და კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ განახორციელებს რეფორმებს.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ქვეყანაში დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი“, - განაცხადა მამუკა ხარაზაძემ.

ამასთან აღნიშნა, რომ „მარშალის გეგმა“, რომელიც პარტიას გააჩნია, მიზნად ისახავს ეკონომიკის გაუმჯობესებას და სიღარიბის დაძლევას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system