თავში

"ლელოს" ინიციატივა - პარლამენტში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა

"ლელოს" ინიციატივა - პარლამენტში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა
ლელოს ინიციატივა - პარლამენტში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ინიციატივით, პარლამენტში ელიტური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა.

დადგენილების პროექტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ წრედ უნდა განისაზღვროს საქართველოში არსებული და გამოუძიებელი ელიტური კორუფციის ფაქტები, ასევე ამ ფაქტებთან დაკავშირებული სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების შესაძლო არამართლზომიერი ქმედებები და სამართალდამცავი ორგანოების სავარაუდო უმოქმედობის მიზეზები.

„საგამოძიებო კომისია შეისწავლის „ქართული ოცნების“ პირობებში დაგროვილ სისტემურ კორუფციას, სადაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და მათთან დაკავშირებული ადამიანები და კომპანიები მონაწილეობენ.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიზანია შეისწავლოს სახელმწიფო შესყიდვებში არსებული სისტემური კორუფცია და ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საეჭვო გამდიდრების შემთხვევები. კერძოდ, კომისია გამოიკვლევს პანდემიის დროს განხორციელებულ საგანგებო შესყიდვებს, სადაც იკვეთება შესაძლო კორუფციული ინტერესები. გარდა ამისა, კომისია გამოიკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების ფაქტებს.

ამ პროცესში „ლელო“ აქტიურად ითანამშრომლებს სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სხვა ოპოზიციურ საპარლამენტო ჯგუფებთან, რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტის როლის გასაძლიერებლად“, - აცხადებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები.

ცნობისთვის, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 ხმა) მხარდაჭერით იღებს. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system