თავში

"ლელოს" ლიდერები ევროპარლამენტარებს ბრიუსელში შეხვდებიან

"ლელოს" ლიდერები ევროპარლამენტარებს ბრიუსელში შეხვდებიან
ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს ბრიუსელში შეხვდებიან

პარტია "ლელოს" ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, შეხვედრის მიზანია საქართველოს მეგობრებთან ერთად განიხილონ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზები.

მისი თქმით, ამავე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აუხსნან საერთაშორისო საზოგადოებას თუ რატომ არის რიგგარეშე არჩევნები ოპოზიციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი.

შემდეგ კვირას ბრიუსელში ჩვენი მოლაპარაკების მიზანი და საგანი იქნება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილოთ კრიზისიდან გამოსვლის გზები. ავუხსნათ, რატომ არ ვაწერთ ხელს იმ ფორმულირებას, რომელიც ახლაა მისაღები „ქართული ოცნებისთვის“, რატომ გვსურს რიგგარეშე არჩევნების რეალურ მექანიზმზე შეთანხმება. რატომ გვსურს, რომ დასრულდეს პოლიტპატიმრების თემა. ეჭვი არ მეპარება, რომ იქნება სრული ჰარმონია ამ თემებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ და ჩვენს მეგობრებს ერთნაირი საქართველოს ნახვა გვინდა. ჩვენ გვინდა ზუსტად ისეთი საქართველო, როგორიც ჩვენს ნამდვილ მეგობრებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system