თავში

ლევან დავითაშვილი ნორვეგიის ელჩს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ნორვეგიის ელჩს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ნორვეგიის ელჩს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ელჩს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის 2021-2027 წლების ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სოფლისა და სოფლის მეურნეობის, აგროტურიზმის, გარემოსდაცვითი და აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

ჰელენ სანდ ანდრესენმა აღნიშნა, საქართველო ნორვეგიის სამეფოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და, შესაბამისად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system