თავში

ლევან გოგიჩაიშვილი: შოთაძის დაბრუნება წარმოუდგენელი უპრინციპობაა

ლევან გოგიჩაიშვილი: შოთაძის დაბრუნება წარმოუდგენელი უპრინციპობაა
ლევან გოგიჩაიშვილი: შოთაძის დაბრუნება წარმოუდგენელი უპრინციპობაა

ირაკლი შოთაძის დაბრუნება წარმოუდგენელი უპრინციპობაა-ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა. მისი თქმით პარლამენტის მხრიდან შოთაძის კანდიდატურის მხარდაჭერა ინსტიტუციის შეურაცხყოფა იქნება. 

"კვლევების მიხედვით, პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებლის დაწევა ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი მხარს უჭერენ ირაკლი შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურორის პოზიციაზე. ეს წარმოუდგენელი უპრინციპობაა, მაშინ, როდესაც შოთაძის მიმართ არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. შოთაძის დაბრუნება შედის როგორც ბიძინას ინტერესში, ასევე უჩა მამაცაშვილის და იმ სანათესაო "სინდიკატის" ინტერესებში, რომლებიც დაპატრონებული არიან საქართველოს ეკონომიკას. პარლამენტარების მხარდამჭერი განცხადებები, საკუთარი თავის შეურაცხყოფა და დამცირებაა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system