თავში

ლევან კობერიძე: ნათია თურნავამ კითხვებზე პასუხები ვერ გაგვცა

ლევან კობერიძე: ნათია თურნავამ კითხვებზე პასუხები ვერ გაგვცა
ლევან კობერიძე: ნათია თურნავამ კითხვებზე პასუხები ვერ გაგვცა

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას საზოგადოებაში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ გაუცია.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მინისტრმა კონკრეტულ შედეგებზე და ციფრებზე საუბრის ნაცვლად, "ქართულ ოცნებას" ხოტბა შეასხა.

"ჩვენ, დღეს მისი მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრ გახარიას და "ქართული ოცნების" ქების რიტორიკა.რეალურად, კითხვები არის იმაზე, თუ როგორ აპირებს ეკონომიკა კრიზისდან გამოსვლას, როგორ აპირებს ქვეყანა და მთავრობა, დაძლიოს კოვიდ19-ის გამო შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია. ამაზე მე პირადად, არანაირი პასუხი არ მიმიღია. დავსვი კითხვები და ვიმედოვნებ, რომ ქალბატონი ნათია ამ კითხვებს უპასუხებს და გამოვიტანთ რეალურ შინაარს მისი გამოსვლიდან" , - განაცხადა კობერიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში.

ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system