თავში

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში
გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც ჩვენ მოგვთხოვს პასუხს მთელი საზოგადოება კანონიერების დაცვაზე ამ სახელმწიფოში, ამიტომ ამაზე უარს ნუ ვამბობთ“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დღევანდელ სხდომაზე, სადაც პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების პროცედურასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა.

მისი თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ არა დარბაზში. 

„რამდენჯერმე გაიჟღერა სიტყვამ ფორმალური, მაგრამ რეალურად მაშინ ჩვენ არც ვიცესპიკერები, არც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ოპოზიციიდან არ უნდა ავირჩიოთ და უნდა გავაჩეროთ პარლამენტის საქმიანობა. გარდა ამისა, როგორც ითქვა, არჩევნებია ჩასატარებელი. ვინც ამ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს იმის წინაშეც ჩვენ ვართ ვალდებულები, აბა ეს ფრაქცია მოვა თუ არ მოვა, ხმას მიცემს თუ არ მისცემს რა მნიშვნელობა აქვს. პასუხისმგებლები ჩვენ ვართ. ამიტომ გვარებს არ აქვს აქ მნიშვნელობა, ჩვენ კანონი უნდა აღვასრულოთ, ამას გვთხოვს საზოგადოება და რაც არ უნდა ემოციურად დატვირთული იყოს ეს ვითარება, რეალობა ეს არის“, - განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system