თავში

"მაგ ხელყუმბარას მომცემ, ან თავს დაიღუპავ-მეთქი, ვუთხარი. ხელყუმბარა მომცა"

"მაგ ხელყუმბარას მომცემ, ან თავს დაიღუპავ-მეთქი, ვუთხარი. ხელყუმბარა მომცა"
მაგ ხელყუმბარას მომცემ, ან თავს დაიღუპავ-მეთქი, ვუთხარი. ხელყუმბარა მომცა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკური ირაკლი ოქრუაშვილი ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმაურება და 2004 წელს მომხდარ ფაქტს იხსენებს:

"2004 წელს ორი თვის დანიშნული ვიყავი გენერალურ პროკურორად ანუ ხელისუფლებაში თვეების მოსული ვიყავით, როდესაც პატიმარმა უზენაეს სასამართლოში ხელყუმბარა შეიტანა და მოსამართლე აიყვანა მძევლად.

რუსთავიდან მოვდიოდი და პირდაპირ უზენაესში მივადექი იმ პატიმარს. ან მაგ ხელყუმბარას მომცემ და დაბალ სასჯელს მოგცემთ ან თავს დაიღუპავმეთქი, ვუთხარი.

ხელყუმბარა მომცა, მაგრამ ეგ არაა მთავარი.

ის, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისას გავიარეთ, ესენი მეცხრე წელს გადიან..." - წერს ოქრუაშვილი.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შეიარაღებულ პირს ამჟამად 16 მძევალი ჰყავს აყვანილი. გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმნფრენს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრება. ერთ-ერთი მძევალი ამბობს, რომ მას გამტაცებელს ავტომატთან ერთად ხელყუმბარაც აქვს. 

ზუგდიდში, სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system