თავში

მაიკ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა - VIDEO

მაიკ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
მაიკ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა - VIDEO

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. 

აღნიშნული შეხვედრა თავდაპირველად ჩანიშნული არ იყო და ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის დღის წესრიგში მოგვიანებით შევიდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, განსახილველ საკითხებს შორის იყო მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სახელმწიფო მდივანი უკვე გაემგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ის საქართველოს დღეს დატოვებს.

მაიკ პომპეო საქართველოს გუშინ ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system