თავში

მაიკ პომპეო: ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას

მაიკ პომპეო: ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას

ვაფასებ ყველა ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსვლის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ქართველი კოლეგის, დავით ზალკალიანისადმი გამოგზავნილ წერილში წერს.

„ძვირფასო მინისტრო, მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საქართველოში მიწვევისთვის. მე ვიზიარებ თქვენს ძალისხმევას, უზრუნველყოთ საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისი, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. კონკურენტუნარიანი გარემო, საარჩევნო რეფორმების ზუსტი იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდში. მე ვაფასებ ყველა ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსვლის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციას სრული სადამკვირვებლო ჯგუფის განთავსების შესახებ, რომელიც მოიცავს ძირითად ჯგუფს, 28 დამკვირვებელს გრძელვადიანი პერიოდით და 350 დამკვირვებელს მოკლევადიანი პერიოდით.

ჩვენ, ასევე, ვაცნობიერებთ „კოვიდთან“ დაკავშირებულ ლოჯისტიკურ გამოწვევებს, რამაც, შესაძლოა, გაართულოს სრულმასშტაბიანი მისიის ორგანიზება. დეპარტამენტი შეარჩევს მოხალისეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი შეუერთდნენ ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მისიას.

ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის მისიის გარდა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს საელჩოს გუნდის მხრიდან დაკვირვებას. მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ-19“-ის გამო, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გადაწყვიტეს, არ განათავსონ საერთაშორისო დამკვირვებლები მოკლე პერიოდით არჩევნების დღეს, ჩვენ ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ არჩევნებს. მათ შორის, გრძელვადიანი პერიოდით ანალიტიკოსებისა და ვირტუალური დამკვირვებლების სახით, რომლებიც ქართველო კოლეგებთან ერთად იმუშავებენ.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც განამტკიცებენ თქვენს დემოკრატიულ ინსტიტუციებს და გააძლიერებენ დემოკრატიულ პროცესებს“, – წერს მაიკ პომპეო წერილში, რომლის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანისადმი გამოგზავნილ წერილში მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეარჩევს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში მოხალისეებს გამოგზავნის, რომლებიც შეუერთდებიან ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მისიას. პომპეო ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს რესპუბლიკურმა ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულ ინსტიტუტთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ 31 ოქტომბრის არჩევნებს.ო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system