თავში

მაიკ პომპეოს მდუმარე საპროტესტო აქციით ხვდებიან - PHOTO

მაიკ პომპეოს მდუმარე საპროტესტო აქციით ხვდებიან
მაიკ პომპეოს მდუმარე საპროტესტო აქციით ხვდებიან - PHOTO

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რომელმაც საქართველოს პრემოერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა დაასრულა და მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე წუთის წინ დატოვა,ოპონენტები და აქტივისტები სიმბოლური აქციით ხვდებიან. 

მდუმარე დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ხელში აქვთ ბანარები, რომელზეც გაკეთებულია წარწერები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. 

ასევე გამოფენილია, მათი მტკიცებით, გაყალბებული ოქმების ფოტოებიც. 

აქტივისტების თქმით, ამ ფორმით ცდილობენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მიაწვდინონ ხმა იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა. 

აქციის მონაწილეები უსაფრთხოების მიზნით, დისტანციას იცავენ. ისინი სპეციალურ სტიკერებზე დგანან, რომელზე ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არიან გამოსახული. 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

ვიზიტის ფარგლებში გაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან. პომპეო ასევე შეხვდება სამოქალაქო სექტორს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system