თავში

მაინცდამაინც დღეს აპირებს გახდეს ცუდად - ირაკლი კობახიძე

მაინცდამაინც დღეს აპირებს გახდეს ცუდად - ირაკლი კობახიძე
მაინცდამაინც დღეს აპირებს გახდეს ცუდად - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აპირებს გახდეს შეუძლოდ. მან ინფორმაციის წყარო არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ პრეზიდენტს სურს მხარდამჭერებში ემოციები აღძრას.

ირაკლი კობახიძის თქმით სააკაშვილის "სიმულაცია" წარუმატებლობისთვის არის განწირული.

"აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ მხარდამჭერებში ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის წარუმატებლობისთვის განწირული, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც უმძიმესი დამნაშავეა, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ... ამის გამო მან კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს, ეს არის სამარცხვინო კაცი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system