თავში

მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები- კახა კუჭავა

მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები- კახა კუჭავა
მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები- კახა კუჭავა

კულტურულად ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავა ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს.

„გილოცავთ ევროპის დღეს! 1950 წლის 9 მაისს საფუძველი ჩაეყარა ერთიან მშვიდობიან და ძლიერ ევროპას. კულტურულად ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი.

საქართველო იზიარებს საერთო ევროპულ ფასეულობებს, რომლებიც ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემას, მშვიდობიან განვითარებას, მოქალაქეების კეთილდღეობას, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის თვითრეალიზების შესაძლებლობებს გულისხმობს.

დიდი ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს საშინაო და საგარეო მიზნების მიღწევაში ეს მხარდაჭერა ფასდაუდებელია და ევროპული სოლიდარობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მიზანდასახულობით და თანმიმდევრული გეგმით მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები.

საქართველოს პარლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და რეფორმების გატარებით საფუძველს ჩაუყრის საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების ახალ ეტაპს. 2024 წელს საქართველო ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე გააკეთებს განაცხადს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს!“,- აცხადებს კახა კუჭავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system