თავში

მალხაზ მაჩალიკაშვილი არჩევნებზე კენჭს იყრის

მალხაზ მაჩალიკაშვილი არჩევნებზე კენჭს იყრის
მალხაზ მაჩალიკაშვილი არჩევნებზე კენჭს იყრის

მალხაზ მაჩალიკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის არ გამორიცხავს, რომ მაჟორიტარ დეპუტატად კენჭი იყაროს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას ჯერ არ გადაუწყვეტია კენჭს რომელიმე პარტიიდან იყრის თუ არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად გავა. მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატს დაამარცხებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა. სპეცოპერაცია სოფელ დუისში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა. მაშინ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, თემირლან მაჩალიკაშვილს კი სპეცრაზმელმა მისივე საძინებელში, მწოლიარეს ესროლა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მალხაზ მაჩალიკაშვილი მთელი ეს პერიოდი სპეცრაზმელის დასჯას და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა, რომელიც მისი თქმით, მისი შვილის უდანაშაულობას დაადასტურებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system