თავში

მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული პირი "ლელოს" წევრია - VIDEO

მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული პირი "ლელოს" წევრია - VIDEO
მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული პირი ლელოს წევრია - VIDEO

მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ რობაქიძე "ლელოს" წევრია. 

ხაზარაძის თქმით, ის ამ ეტაპზე, არ იცნობს ინციდენტის დეტალებს, თუმცა გმობს ძალადობის ნებისმიერ მცდელობას. ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ ტრადიციულ პრეზენტაციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ხაზარაძე ამბობს, რომ ორგანიზაციაში მოხდარის დეტალებს შეისწავლიან. 

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილს, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ვახშმობდა, თავად დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობმა პირმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს. 

ვახტანგ რობაქიძე "ქართულ ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. ის 2019 წელს, რიგგარეშე არჩევნებში ზესტაფონის რაიონის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system