თავში

მამუკა ხაზარაძე: არიან ასეთები ჩვენ გარშემო?

მამუკა ხაზარაძე: არიან ასეთები ჩვენ გარშემო?
მამუკა ხაზარაძე: არიან ასეთები ჩვენ გარშემო?

"ჩვენს მაგარ ქვეყანას წინ ახალი ლიდერების საუკეთესო თაობა და დიდი გამარჯვება ელოდება", - ამის სესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. 

მისი თქმით, დღეს ქვეყანას ახალი თაობის ლიდერები სჭირდება. 

"ნამდვილი ლიდერი არ იტყუება, ის ყოველთვის ნათელ მხარეს ირჩევს, სიმართლის მხარეს, მას სხვანაირად არ შეუძლია, არ ძალუძს, ამისთვის არის გაჩენილი, ამისთვის იბრძვის, ლიდერი არ ეძებს მიმდევრებს და მონებს, ის ლიდერებს ეძებს და იკრებს თავის გარშემო, ქმნის ძლიერ გუნდს.

ლიდერისთვის მთავარია სული. ჯანსაღი, უდრეკი, სინდისთან კომპორომისების გარეშე არსებული, მებრძოლი, მხოლოდ ასე შეიძლება მიზნის მიღწევა, მითუმეტეს თუ ეს მიზანი შენს ქვეყანას, შენს ხალხს ეხება.

ლიდერები არ იტყუებიან, ლიდერები არ აყალბებენ, ლიდერები ცრუ დაპირებებს არ იძლევიან და მერე არ გარწმუნებენ რომ ესაა ჭეშმარიტება, ლიდერები ცალმხრივად არ თამაშობენ, ცარიელ კარში გოლს არ იტანენ, ლიდერები მოწინააღმდეგესთან დამარცხებას ვაჟკაცურად აღიარებენ.

ჩვენს ქვეყანას ლიდერები არ მართავენ, ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში - წაგებაში, დამარცხებაში, გაურკვევლობაში, უიმედობაში, უპერსპექტივობაში, სიყალბეში, ტყუილში.

დღეს ახალი თაობის ლიდერები გვჭირდება, ახალი ენერგიით, სიმართლით, ანთებული გულით და ძლიერი სულით, სიმართლეზე, ერთიანობაზე, განვითარებასა და გამარჯვებაზე ორიენტირებულები, პროფესიონალები.

არიან ასეთები ჩვენს გარშემო?

რა თქმა უნდა, არიან! მათ შეკრება სჭირდებათ", - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის მიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system