თავში

მამუკა ხაზარაძე: დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც

მამუკა ხაზარაძე: დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც
მამუკა ხაზარაძე: დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც

"არ შეიძლება „ოცნება“ იყოს მარტო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პარლამენტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და შემდეგ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების თვალში იქნება არალეგიტიმური", - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების დრო დადგება, რადგან ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს. 

"ეს იქნება ბოლო აკორდი, ოპოზიციისა და მმართველი პარტიისთვის. თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანის ხმები. ეს არის პრინციპული საკითხი! სანამ საქართველოში არ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს პოლიტიკაში, იქამდე ადამიანებს ვერ დავუბრუნებთ ნდობას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system