თავში

მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას ციხეში შეხვდა

მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას ციხეში შეხვდა
მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას ციხეში შეხვდა

მამუკა ხაზარაძე რუსთავის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას შეხვდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც. 

"ნიკა არის ჯანმრთელად და გამსჭვალულია ბრძოლის სულისკვეთებით. ორ საკითხზე გვქონდა საუბარი. ეს იყო ევროკავშირის გირაო და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. პრინციპულად იგი იზიარებს ამ პოზიციას, პრინციპულად იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო არის უპრეცედენტო რამ, რაც ადასტურებს, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის. მე არ მინდა, მის მაგივრად ვისაუბრო და ალბათ, უახლოეს დღეებში თავად გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. პრინციპულად ეთანხმება იდეას, მაგრამ უფრო დეტალურად მინდა, ნიკამ გააკეთოს ამაზე განცხადება.

გირაოზე დათანხმების შესახებ არ არის საუბარი, დათანხმება აქ ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს, რომ მერე „ოცნებამ“ დაამადლოს, აი, შენ დაეთანხმე გირაოსო, ეს ასე არ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ნიკას თავმოყვარეობას არ შეეხოს და პრინციპს არ შეეხოს, რისთვისაც ის ამდენი ხანი ციხეშია. ევროკავშირი გადაიხდის და დამთავრდება ამით“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system