თავში

მარგველაშვილი: ქუჩაში ჰაერი ბევრად სუფთაა, ვიდრე იქ, სადაც დამონებულს შეგიყვანენ

მარგველაშვილი: ქუჩაში ჰაერი ბევრად სუფთაა, ვიდრე იქ, სადაც დამონებულს შეგიყვანენ
მარგველაშვილი: ქუჩაში ჰაერი ბევრად სუფთაა, ვიდრე იქ, სადაც დამონებულს შეგიყვანენ

ქუჩაში ჰაერი ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე იქ, სადაც დამონებულს შეგიყვანენ, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ადამიანი ყოველთვის ,,ვიღაცის მსახური" იქნება.

,,საქართველოს აკადრეს ერთპარტიული მმართველობა და მოდით ნუ დავიწყებთ ამ რეალობიდან გაქცევას, რომ ,,როგორ ერთპარტიული", ,,ხომ რამდენიმე პარტიაა" და ასე შემდეგ. ამ პარტიებს უთხრეს, რომ ჩვენ დაგიწერთ მესიჯბოქსს და როლს, გმართავთ ჩვენ. ეს არის ვალდებულება ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე, რომ საქართველოში არ შედგეს ერთპარტიული მმართველობა. ქუჩაში ჰაერი ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე იმ ადგილში, რომელშიც შენ შეგიყვანენ როგორც დაჩაგრულს, გატეხილს და დამონებულს. ამ ადგილში შენ იქნები არა შენ, არამედ ვიღაცის მსახური. ამიტომ გარეთ, ჰაერზე, ბევრად ჯობია ვიდრე ამ იძულებით გარემოში", - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system