თავში

მარნეულში ,,ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

მარნეულში ,,ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა
მარნეულში ,,ოცნებისა და ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

მარნეულში, ცენტრალური საოლქო საარჩევნო კომისიის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ, "ნაციონალურ მოძრაობის" მხარდამჭერები აქციას მართავდნენ და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების არჩევას აპროტესტებდნენ.

,,ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათ თავს ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დაესხნენ.

,,ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მოვიდნენ, უნდოდათ აქცია ჩაეტარებინათ და მათი მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები "ქართული ოცნების" მიმართ. შემდგომ გავიგე, რომ მათი წარმომადგენელი ლაშა ქველაძე შევარდა შიგნით და ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაიკა აქვს შემოხეული,“ - ამბობს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.

"ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლები კი მომხდარში "ქართული ოცნებას" ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ეს სწორედ მათი მხრიდან მხრიდან იყო პროვოცირებული.

"საოლქო კომისიიდან გამოვედი, ვარ ოლქის წევრი და "ოცნების" შტაბიდან გადმოვიდა ერთ-ერთი დამხმარე პერსონალი და იგინებოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა პირადად მე და აქ დამსწრე საზოგადოებასაც“ , - ამბობს ნაციონალუს მხარდამჭერი. 

ადგილზე სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. რამდენიმე ადამიანი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system