თავში

"მას უნდა რომ ყველას გავაგებინოთ" - რა დააბარა სააკაშვილმა თანაგუნდელებს

"მას უნდა რომ ყველას გავაგებინოთ" - რა დააბარა სააკაშვილმა თანაგუნდელებს
მას უნდა რომ ყველას გავაგებინოთ - რა დააბარა სააკაშვილმა თანაგუნდელებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას თქმით, მესამე პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

კობა ნაყოფია ამბობს, რომ საააკშვილის მთავარი მესიჯია "ბრძოლა ბოლომდე" და მას სურს, ამის შესახებ ყველამ გაიგოს.

"მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, შესანიშნავ ფორმაში, ვუთხარი, რომ მისი მშურდა, ცოტა გამხდარია და ამიტომ. არის ძალიან ძლიერ და მაგარ პოლიტიკურ ფორმაში, უფრო ბრძოლისუნარიანი მომეჩვენა და ყველაზე კარგ ფორმაში რაც მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს და ვარ ძალიან კმაყოფილი და ძალიან დამუხტული გამოვედი. "ბრძოლა ბოლომდე" - ეს არის მისი მთავარი მესიჯი, რომელიც უნდა, რომ ყველას გავაგებინოთ.

ამავე დროს, იძახის, რომ პერმანენტული აქციები აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ დღეს ყველაფერი უნდა იყოს იმისთვის, რომ 30 ოქტომბერს "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს,"- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-18 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system