თავში

მათიკაშვილი: მისთვის დამახასიათებელია შეურაცხმყოფელი ტონით მიმართვა

მათიკაშვილი: მისთვის დამახასიათებელია შეურაცხმყოფელი ტონით მიმართვა
მათიკაშვილი:  მისთვის დამახასიათებელია შეურაცხმყოფელი ტონით მიმართვა

ჩვენ კარგად გვახსოვს, უკრაინელი სტუდენტებისადმი მისი მიმართვა, სადაც შეერთებული შტატებიც და დასავლური ინსტიტუციები კოლონიურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვერ მალავს თავის ანტიდასავლურ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ანტიამერიკულ განწყობებს.

მათიკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ Facebook-ზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„მიხეილ სააკაშვილი ვერ მალავს თავის ანტიდასავლურ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ანტიამერიკულ განწყობებს. ეს მისი მხრიდან არ არის არც პირველი განცხადება და არც უკანასკნელი იქნება. ჩვენ კარგად გვახსოვს უკრაინელი სტუდენტებისადმი მისი მიმართვა, სადაც შეერთებული შტატებიც და დასავლური ინსტიტუციები კოლონიურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. მისთვის დამახასიათებელია შეურაცხმყოფელი ტონით მიმართვა, ამ შემთხვევაში ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს, ფაქტობრივად, რითაც არ ვიცი, მას შეიძლება, სურს ურთიერთობების გაფუჭება, რომელიც არის მაღალ ხარისხზე დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. სწორედ, ეს ფაქტი დადასტურდა გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს დიალოგში, სადაც პირდაპირი გზავნილებია ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system