თავში

მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს 2020 წლის შემდეგ ორპალატიანი პარლამენტის შემოღება სურს

მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს 2020 წლის შემდეგ ორპალატიანი პარლამენტის შემოღება სურს
მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს 2020 წლის შემდეგ ორპალატიანი პარლამენტის შემოღება სურს

მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს 2020 წლის შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს. როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა დაჩი ბერაიამ განაცხადა, მათი წინადადება არა სრულად მაჟორიტარულ სისტემას, არამედ ამერიკულ საარჩევნო მოდელს გულისხმობს და მას საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, მათ შორის კატეგორიულად წინააღმდეგია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

რაც შეეხევა 2020 წლის არჩევნებს, ბერაიას თქმით, საპარლამენტო არჩევნები დღეს მოქმედი შერეული წესით ჩატარდება. 

ვინაიდან, დღეს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, საქართველოში ორპალატიანი პარლამენტი მხოლოდ მას შემდეგ იქნება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, დაჩი ბერაია ამბობს, რომ ამ დროისთვის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელების შემდეგ, საარჩევნო სისტემა კიდევ გადაიხედება. 

„ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებები, ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. საზოგადოებაში საკითხზე დისკუსია გავხსენით, მათი პოზიცია უნდა მოვისმინოთ. რეგიონებში შეხვედრები მქონდა და მათი მხრიდან არც ერთი კითხვა არ დასმულა, პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი რატომ არ დავუჭირეთ. რაც შეეხება კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს ორპალატიანი პარლამენტის თაობაზე, ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტში წერია, როცა ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ამის შემდეგ მოხდება საარჩევნო სისტემის კიდევ ერთხელ გადახედვა“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system