თავში

მაჟორიტარობის კანდიდატი: ტენდერში დაჯარიმებულ კომპანიას გაამარჯვებინეს

მაჟორიტარობის კანდიდატი: ტენდერში დაჯარიმებულ კომპანიას გაამარჯვებინეს
მაჟორიტარობის კანდიდატი: ტენდერში დაჯარიმებულ კომპანიას გაამარჯვებინეს

"ტენდერში გამარჯვებული კომპანია უფასო სასადილოების ბენეფიციარებს ხორცსა და კომპოტს პარავდა"- ამის შესახებ report.ge-ს ლეიბორისტული პარტიის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა კრწანისის ოლქში, მამუკა ჯუღელმა განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "ალადაშვილი & co" ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, წელს კიდევ რამდენიმე გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და მათ შორის მთაწმინდის ოლქიცაა.

"კრწანისის გამგეობამ სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოთი მომსახურების ტენდერი წელსაც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ კომპანიას (ალადაშვილი & co) მოაგებინა. კომპანიის მფლობელმა რეზო ალადაშვილმა ქართულ ოცნებას ჯამში 120 000 ლარი შესწირა თავისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორის - გიორგი ჯუღელის სახელით.

გარდა იმისა, რომ ამ და სხვა მსგავსი ტიპის სასადილოებში არ არის გათვალისწინებული სპეციალური კვების საჭიროების მქონე პირები და ბავშვები, ამასთან, კრწანისის რაიონში გამარჯვებული ეს კომპანია გასულ წელს 500 ლარით დააჯარიმეს სოციალურად დაუცველთათვის ხორცისა და კომპოტის დამალვისთვის. ისედაც მცირე რაციონის ულუფებს, კიდევ უფრო მცირე რაოდენობით გასცემდნენ ბენეფიციარებზე,"-- განაცხადა მამუკა ჯუღელმა 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system