თავში

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი, საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

გარდა ამისა, 30 იანვარს, ვენაში ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა. სხდომაზე დავით ზალკალიანი წარმოადგენს ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. ვენაში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი, ეროვნულ დონეზე, შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter), ასევე გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, 28 იანვარს სტრასბურგში ჩავა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით მიმართავს. 

,,თავის გამოსვლაში პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system