თავში

მდინარაძე: ლოგიკურია, რომ ასეთ პარტიას დაფინანსება არ გადაეცეს

მდინარაძე: ლოგიკურია, რომ ასეთ პარტიას დაფინანსება არ გადაეცეს
მდინარაძე: ლოგიკურია, რომ ასეთ პარტიას დაფინანსება არ გადაეცეს

"თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს კონკრეტული პარტია, ლოგიკურია, რომ მას შესაბამისი დაფინანსება არ გადაეცეს,"- ამის შესახებ, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თუ პარტიები მოვალეობის შეუსრულებლობაში ფულს მიიღებენ, ამ ლოგიკით დაფინანსებას არასაპარლამენტო პარტიებიც იმსახურებენ.

"მხოლოდ მიღებული ხმების რაოდენობა თუ არის კრიტერიუმი, მიიღებს თუ არა რომელიმე პარტია დაფინანსებას, რატომ ვერ იღებენ ამ დაფინანსებას არასაპარლამენტო პარტიები, მათ ხმები არ მიუღიათ? რაღაც რაოდენობა ხომ ყველამ მიიღო. ანუ, დაფინანსება, მოქმედი კანონმდებლობით, პირდაპირაა მიბმული იმასთან, კონკრეტულმა პარტიამ გადალახა თუ არა ბარიერი და გახდა თუ არა ის საპარლამენტო პარტია. თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს კონკრეტული პარტია, ლოგიკურია, რომ მას შესაბამისი დაფინანსება არ გადაეცეს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ დაფინანსებითა და უფასო პოლიტიკური რეკლამით ვერ ისარგებლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system