თავში

მდინარაძე: მზად ვართ ვიმსჯელოთ არჩევნების ჩატარების ნებისმიერ მოდელზე

მდინარაძე: მზად ვართ ვიმსჯელოთ არჩევნების ჩატარების ნებისმიერ მოდელზე
მდინარაძე: მზად ვართ ვიმსჯელოთ არჩევნების ჩატარების ნებისმიერ მოდელზე

ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე, რომელიც არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას შეუწყობს ხელს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით, არჩევნების ჩატარების ნებისმიერი მოდელი განიხილოს. 

"შემოდგომაზე თუ გვექნა მოცემულობა, რომ მსოფლიოში იქნება პანდემიის ახალი, მეორე ტალღა და ეს აისახა ჩვენს ქვეყანაზეც, ჩვენ, ისევე როგორც მაგალითად ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, სამუშაო ჯგუფში ვმსჯელობთ ამ თემაზე. მზად ვართ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ეს იქნებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომლებიც ძალიან კვალიფიციურ დახმარებას გაგვიწევენ ამ ნაწილში, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარების გარანტიას და მოდელის დახვეწას, რომელიც შეიძლება პროექტის შემოთავაზების სახითაც მივიღოთ, ან ჩვენ შევთავაზოთ კონკრეტული გეგმა და ამის მოდიფიცირება, დახვეწა შევძლოთ საბოლოო ჯამში. ყველაფერი ეს მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ გარანტირებულად შევძლოთ, ისევე როგორც ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, შესაბამის თარიღში არჩევნების ჩატარება და აღსრულება ამ მიზნის. ჩვენ მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხზე, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები, ასევე მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასმთავრობო სექტორის. იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით, ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა აქ არ არის. მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და მოესწროს ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ დანარჩენი, რაც შეეხება რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით არჩევნების ჩატარებას, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელთან სამსჯელოდ მზად ვართ და ღია ვართ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე, რათა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომები განისაზღვროს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system