თავში

მდინარაძე: "ნაცმოძრაობა" ყველა რაიონში პროვოკაციას გეგმავს

მდინარაძე: "ნაცმოძრაობა" ყველა რაიონში პროვოკაციას გეგმავს
მდინარაძე: ნაცმოძრაობა ყველა რაიონში პროვოკაციას გეგმავს

"ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აქტივისტები დაგეგმილ პროვოკაციებში ჩართონ.

მდინარაძის ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული პროვოკაციები ყველა რაიონში აქვს დაგეგმილი.

„მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმერეთში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა, რომლებიც პროვოკაციის ნაწილი უნდა ყოფილიყვნენ, უარი განუცხადეს თავიანთ ხელმძღვანელობას პროვოკაციაში მონაწილეობაზე და ახლა „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დაარწმუნონ თავიანთი წევრები, რომ პროვოკაციებში ჩაერთონ. 

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის“ ბევრი წევრი უკვე აცხადებს უარს ასეთ პროვოკაციებზე. მათ დაგეგმილი აქვთ ყველა რაიონში პროვოკაციების მოწყობა, თუმცა მათივე წევრები არ ემორჩილებიან და ახლა უკვე ცდილობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დაარწმუნონ, რომ ამ პროვოკაციებში მონაწილეობა აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა ვისი მომხრე და აქტივისტია, მადლობას გადავუხდი ყველას, თუ რომელიმე ადამიანი პროვოკაციაში და დესტაბილიზაციაში მონაწილეობაზე უარს ამბობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system