თავში

მედია სხდომებს ვეღარ დაესწრება - შეზღუდვები პარლამენტში

მედია სხდომებს ვეღარ დაესწრება - შეზღუდვები პარლამენტში
მედია სხდომებს ვეღარ დაესწრება - შეზღუდვები პარლამენტში

ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო, პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე უკვე გადასულია. სამსახურში მათ მხოლოდ საჭიროების შემთხევაში გამოიძახებენ. ამის შესახებ Report.ge-ს საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, პარლამენტში მუშაობის შესახებ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ მედიის წარმომადგენლებს. უფრო კონკრეტულად კი, ჟურნალისტებისთვის შენობაში გამოიყო მხოლოდ ერთი ლოკაცია, სადაც დეპუტატები მედიისთვის გააკეთებენ განცხადებებს. ეს არის პარლამენტის ბიუროს ოთახის მიდებარე ტერიტორია. ხვალიდან კი, მედიისთვის სამუშაოდ სასესიო დარბაზის მიმდებარე ტერიტორია განისაზღვრება. უკვე განთავსდა ტრიბუნა იმისათვის, რომ რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის დისტანცია იყოს დაცული. გარდა ამისა, ჟურანლისტებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ არ დაესწრონ კომიტეტების სხდომებს და ისარგებლონ პარლამენტის პირდაპირი ეთერით, რომელიც პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით გადაიცემა.

გარდა ამისა, სესიის მიმდინარეობისას ჟურნალისტები არ დაიშვებიან სასესიო დარბაზის აივანზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა. შესაბამისად, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ჩვეულ რეჟიმში შეიკრიბებიან.

პრესსასახურის ინფორმაციით, სასესიო კვირის განმავლობაშიც დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ახალი კორონავირუსის პრევენციისთვისაა გაცემული. პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის დეპუტატებს და აპარატის თანამშრომლებს ოფიციალურად გაეწიათ რეკომენდაცია, თუ რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარონ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცული იქნას პარლამენტის უსაფრთხოდ მუშაობა.

ამასთან, პარლამენტის სასახლეში დღეს, შესაბამისმა სამსახურებმა, დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს, შენობა სპეციალური საშუალებით დამუშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system