თავში

მედიკამენტების ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს - ირაკლი ღარიბაშვილი

მედიკამენტების ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს - ირაკლი ღარიბაშვილი
მედიკამენტების ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს - ირაკლი ღარიბაშვილი

კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი დავალებით გადაიდგმება, იქნება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მკაცრად გაკონტროლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს ეს ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად მოგვარდება.

"ასევე, ვგეგმავთ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას, რათა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები შემცირდეს. ამ მიმართულებით დაწყებულია საუბარი ბიზნესთან და ჩვენი მოსახლეობა ცვლილებებს მალე იხილავს.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვა. მომდევნო წლიდან პარლამენტს წარედგინება ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგია, რომლის მიზანიაადამიანისუფლებათაუმაღლესისტანდარტისგანმტკიცება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system