თავში

მელია რომ გათავისუფლდება, ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი შემოგვიერთდება - სამადაშვილი

მელია რომ გათავისუფლდება, ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი შემოგ
მელია რომ გათავისუფლდება, ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი შემოგვიერთდება - სამადაშვილი

ნიკა მელია რომ გათავისუფლდება, შემოგვიერთდება ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", - ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, გირაოს გადახდა არც იურიდიულად არსებობს და ეს არც ბატონი მელიას სურვილია

"პოლიტპატიმრების განთავისუფლება არის წინაპირობა იმისთვის, რომ ამ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულება შევძლოთ. ორი პოლიტპატიმარია, საუბარია გიორგი რურუაზე. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს უახლოეს დღეებში. რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ავუხსენით პრეზიდენტ მიშელს, რატომ არის მნიშვნელოვანი, მოიძებნოს გზა მის გასათავისუფლებლად, რომელიც არ უკავშირდება გირაოს გადახდას.

გირაოს გადახდა არც იურიდიულად არსებობს და ეს არც ბატონი მელიას სურვილია. ხელისუფლება თუ არ გამოიყენებს რაიმე სხვა მექანიზმებს მის გასათავისუფლებლად უახლოეს დღეებში, მაშინ, შეთანხმების თანახმად, ერთ კვირაში, შემდეგ ორშაბათს, პარლამენტის ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს უკვე ამნისტიის კანონი. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მუშაობა დაიწყება ამ ამნისტიის კანონთან მიმართებაში. ამნისტიის კანონის მიღების შედეგად, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კი, ჩვენ შევალთ იმ ფაზაში, რომ შემოგვიერთდება კიდევ ბევრი სხვა ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". ამის შემდეგ, უკვე სრული შემადგენლობით ოპოზიციას შეგვიძლია, ყველა სხვა საკითხზე, საარჩევნო რეფორმაზე და ა.შ. მუშაობა დავიწყოთ", - განაცხადა სამადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system