თავში

მელია ციხეში დარჩება და ჯალათები გათავისუფლდებიან - გვარამია

მელია ციხეში დარჩება და ჯალათები გათავისუფლდებიან - გვარამია
მელია ციხეში დარჩება და ჯალათები გათავისუფლდებიან - გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია 19-20 ივნისის საკითხზე "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

მისი თქმით, ნიკა მელია ციხეში დარჩება, ხოლო ჯალათები გათავისუფლდებიან. 

"არ ყოფილა კობახიძის შემთხვევითი წამოცდენა. ამნისტია ბრალდებულის თანხმობით (სპეციალურად მელიასთვის მოგონილი წარმოუდგენელი და ჯერარნახული სამართლებრივი აბსურდი. პირიქითაა, ბრალდებულს აქვს უფლება, ამნისტიის მიუხედავად, გააგრძელოს სამართლებრივი დავა უდანაშაულობის დასამტკიცებლად) - ასე გაიგო ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი.

ამნისტია ყველაზე და ყველაფერზე (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობაა გამონაკლისი. სხეულის დაზიანებაში განზრავის დაკვალიფიცირება მიტინგის დაშლის დროს წარმოუდგენელია, თან როცა ყველა ვიდეო განადგურებულია. უმისამართოდ ისროდა, გადაამეტა თანამდებობრივ უფლებამოსილებას. 333 მუხლის მე-3 ბ). ამნისტირებულია. მორჩა.) - ასე გაიგო ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი.ცხადია, რომ ამნისტია ამ ფორმით იქნება მიღებული და მელია ციხეში დარჩება და ჯალათები (დიახ, ჯალათებზეც ვრცელდება ეს ამნისტია. იხ. პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი ქვემოთ) გათავისუფლდებიან ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ხელმომწერო ოპოზციავ, გვითხარით აბა, ჩვენ როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი?მუხლი 1.1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე" - წერს გვარამია. ნახეთ, რა წერია "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტში
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system