თავში

"მელიას ღირსება რომ ჰქონდეს, დღესვე დატოვებდა პარტიას" - ზარქუა

"მელიას ღირსება რომ ჰქონდეს, დღესვე დატოვებდა პარტიას" - ზარქუა
მელიას ღირსება რომ ჰქონდეს, დღესვე დატოვებდა პარტიას - ზარქუა

მელიას რომ ღირსება ჰქონდეს, დღესვე დატოვებდა პარტიას და გვერდზე გაიწეოდა , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

"ახლა რატომ არიან ასე 'შეფუცხუნებული" - იმიტომ, რომ ის ჯიგარი ჩამოვიდა - ბიძა ალასანია, მილიონობით რომ დაიხარჯა. ბოლოს გახსოვთ აქციებს რომ ატარებდნენ და ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ? – 57, 117, 43 კაცი მიჰყვებოდათ და მოსთხოვა, აბა, სად არის ის მილიონები რაც დავხარჯე და ჩავდე ამ აქციებშიო? ეს მათი თემაა და ეს გადაჯგუფებებიც ამიტომ მოხდა. მელია მოამწყვდიეს ალყაში. მელიას რომ ღირსება ჰქონდეს, დღესვე დატოვებდა იმ პოლიტიკურ პარტიას და გვერდზე გაიწეოდა. აგერ თქვენ და მე, ცოტა ხანში სხვანაირად ილაპარაკებს და იტყვის, სხვა გზა მაქვს და სხვა მეთოდიო. სავარაუდოდ, "ლელოში" გადავა, როგორც ქალბატონი ხოშტარია, ესეც ცალკე მებრძოლი იქნება და რაღაც გაერთიანება იქნება - 4%-იანი პარტიის ლიდერები იქნებიან ეს 4 თუ 5 კაცი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system