თავში

მელიას ხარჯზე მოინდომეს საკუთარი მომავლის მოწყობა - ჭიჭინაძე

მელიას ხარჯზე მოინდომეს საკუთარი მომავლის მოწყობა - ჭიჭინაძე
მელიას ხარჯზე მოინდომეს საკუთარი მომავლის მოწყობა - ჭიჭინაძე

ისე უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ისეთ ტანჯვად ექცათ - ზოგი გაიბუტა და ვითომ პოლიტიკიდან წავიდა, ზოგმა დაიძინა, ზოგმა გაიღვიძა და ზოგმა ვაჭრობა არასოდეს დაასრულა, - ამის შესახებ პარტია "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი რომელზეც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა ძალიან კარგია, რადგან პირდაპირ ჩანს ვინ იცავს ხალხის ინტერესებს და ვინ - საკუთარს. 

"მთავრობამ დაიჭირა, მერე ოპოზიციამ ხელი მოაწერა და ახლა დაიწყეს ვითომ კანონების დაცვა, მაშინ, როდესაც თავიდანვე უკანონოდ დაიჭირეს. ქვეყანა, სადაც ფაქტობრივად მძევლებით ვაჭრობა მიღებულია, თან ამ ყველაფერში მონაწილეობს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, არაფორმალური მმართველიც და ფორმალურიც. ახლა კი, ამ რეალობაში ოპოზიციის ნაწილიც რომ შევა პარლამენტში და იმ ამნისტიაზე იმუშავებენ, რომელიც ნიკა მელიასთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რა ხდება შემდეგ, ლარის კურსი ჩამოვა ქვემოთ, ეკონომიკა წავა წინ, პირდაპირ ნატო-ში შევალთ და ზოგადად, დასავლური ქვეყანა გავხდებით, ეს ყველაფერი ამ "ქართული ოცნების" ხელში? მოკლედ, ძალიან კარგი დოკუმენტია, რასაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, პირდაპირი ლუსტრაციაა, ვინ იცავს ხალხის ინტერესებს და ვინ - საკუთარს. აბა, მთლიანად ნიკა მელიას ხარჯზე მოინდომეს ამათმა საკუთარი მომავლის მოწყობა-დალაგება, ისე უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ისეთ ტანჯვად ექცათ - ზოგი გაიბუტა და ვითომ პოლიტიკიდან წავიდა, ზოგმა დაიძინა, ზოგმა გაიღვიძა და ზოგმა ვაჭრობა არასოდეს დაასრულა", -განაცხადა ჭიჭინაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system