თავში

მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხემდე მსვლელობა ეწყობა

მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხემდე მსვლელობა ეწყობა
მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხემდე მსვლელობა ეწყობა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები ნიკა მელიასადმი სოლიდარობის ნიშნად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს და თუ ამას მის ნაცვლად სხვა გააკეთებს პოლიტიკოსისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.

"დღეს კიდევ ერთხელ ჩავალთ რუსთავში, რომ კიდევ ერთხელ გავამხნეოთ ნიკა მელია. „ქართულ ოცნებას" თავში რა მოუვა, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკა მელია კატეგორიული წინააღმდეგია, ვინმემ მისი თავისუფლებით ივაჭროს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system