თავში

მელიას უნდა თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, უკან კიდევ სააკაშვილი ჰყავდეს შემოსმული - ქადაგიშვილი

მელიას უნდა თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს,
მელიას უნდა თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, უკან კიდევ სააკაშვილი ჰყავდეს შემოსმული - ქადაგიშვილი

ნიკა მელიას უნდა გამარჯვებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, უკან თუ წინ კიდევ სააკაშვილი ჰყავდეს უნაგირზე შემოსმული, ასე არ არის ყველაფერი მოწყობილი, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ამნისტია ევროპის მიერ შემოთავაზებული გზაა, რომელიც კრიზისის დაძლევის საშუალებას იძლევა. 

"ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დესტრუქციული რეჟიმი გააგრძელოს და დამარცხება, რაც ამ დესტრუქციამ განიცადა, ამის შემოტრიალება უნდათ. მაგრამ როგორ უნდა შემოტრიალდეს, ეს არც თვითონ ესმით კარგად. კეთილი ვინებოთ და ყველამ ვისწავლოთ შეთანხმების შესრულება. სასამართლოს ცალმხრივად ნუ მოვაწყობთ, დანაშაული არის დანაშაული, ნიკა მელიამ ჩაიდინა, პოლიციელმა თუ ირაკლი ქადაგიშვილმა. არ იცით თქვენ, დამიზნებით ესროლეს, თუ შემთხვევით მოხვდა ვიღაცას, დანაშაული არის დანაშაული. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს, მაშინ მივდივართ ამნისტიის გზით, ეს არის ევროპის მიერ შემოთავაზებული გზა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system