თავში

მენეჯერი, შესაძლოა, ახლაც კარგია და კარგად მართავს თავისი პარტიის კანტორას - თეა წულუკიანი

მენეჯერი, შესაძლოა, ახლაც კარგია და კარგად მართავს თავისი პარტიის კანტორას - თეა წულუკიანი
მენეჯერი, შესაძლოა, ახლაც კარგია და კარგად მართავს თავისი პარტიის კანტორას - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკოსი არასოდეს ყოფილა, წულუკიანის თქმით, შესაძლოა, გახარია კარგი მენეჯერია, რომელიც თავის "კანტორას" ახლაც კარგად მართავს.

"ეს იყო ყოვლად ადეკვატური ადამიანი სწრაფი გადაწყვეტილებების მიმღები, კარგი მენეჯერი, მაგრამ არასოდეს არ იყო პოლიტიკოსი.

მენეჯერი, შესაძლოა, ახლაც კარგია და კარგად მართავს თავისი პარტიის კანტორას.

მე ვამბობ, რომ პოლიტიკოსი არ იყო და ვერ იქნება მომავალში. მე მასთან ყველაფერი ღიად მაქვს ნათქვამი რასაც ახლა ვლაპარაკობ, რომ მისი გზა არსად არ მიდის," - განაცხადა წულუკიანმა "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system